ლაშქრობა ნაფტალინისა და ობის წინააღმდეგ

ომი

კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რომ ეს ცხოვრება ბრძოლაა

მანქანა ჩამომივიდა. სამწუხაროდ – ძრავი აღმოჩნდა დაზიანებული, საბედნიეროდ – ძრავი ჩამომყვანის გარანტიის ქვეშაა. მარა “სდაბედნიეროდ” თუ არა ეგეც საკითხავია, ბოლო 2 დღეში რაც ემოცია დავხარჯე იმდენი ბოლო 2 წელია არ დამიხარჯავს. ხანდახან ვფიქრობ, რომ გარანტია რომ არ ყოფილიყო და საჭიდაო რომ არ გამხდარიყო, ძრავის 300$ ის გადახდა გაცილებით უფრო ნაკლებ უარყოფით ემოციას მომიტანდა, ვიდრე ამ 2 დღიანმა “დაიჭი-გამატარემ” მომიტანა.

Read the rest of this entry »

Advertisements

ისევ მარკეტინგული სათაურია, მაგრამ რა ვქნა, ის შეესაბამება ყველაზე მეტად პირველი სიყვარულის ამ საოცარ ისტორიას.
სიყვარულის ცნება, ზოგად მონახაზებში, ბაღში გავიაზრე და იმ პერიოდში დავარქვი პირველ გოგოს “ჩემი შეყვარებული”. ნინო ერქვა და ჩემს გვერდზე იჯდა. რატომღაც სკოლის მსგავსად იყო მაგიდები განლაგებული და ყველას ჩვენი ადგილები გვქონდა. ჩემს ადგილს განსაკუთრებული სტრატეგიული მნიშვნელობის ჰქონდა, რადგან ნინოს გვერდით იყო განლაგებული. Read the rest of this entry »

Voyeur-იზმი ცუდი რამეა, ის მდგომარეობაა თვითონ კეთებაზე მეტად სხვისი ყურება რომ გსიამოვნებს… მინდა თავხედურად წარმოგიდგინოთ ამ გარყვნილების ნაირსახეობაა, სახელად “ბლოგ Voyeur-იზმი”. ეს ის სენია რომლითაც თქვენი მონა მორჩილია დაავადებული. თუმცა კარგი სიახლეც მაქვს, ჩემში ხოზეს გამოღვიძება შეიძლება ამ “გარყვნილებნის” დასასრულს ნიშნავდეს. Read the rest of this entry »

ექსპერიმენტის პირველ ნაწილში გადავწყვიტე დავწერო იმაზე რაზეც დაწერა მომინდება, განურჩევლად მოტივაციისა. საკუთარი შაბლონურობა კი მირევს გულს, მაგრამ რა ვქნა, უფრო ორიგინალურზე არ მყოფნის ტვინი. ნეტავ ბევრია კი ისეთი, რაზეც არ უნდა იმაზე რომ წერს? 🙂

მეილი მომივიდა ხვალინდელი  TEDxTbilissi-ის შესახებ, დღის წესრიგი (ე.წ. Agenda) გამოუქვეყნებიათო. 2 კვირის წინ გაირკვა რომ მიწვეულთა ბედნიერ 100-ეულში მოვხვდი და ეს დღეებია სულმოუთქმელად ველი 11 თებერვალს. TED-ი წესით ყველამ უნდა იცოდეთ, თუ არა და ენდე აქაა TED-ი და ენდა აქაა TEDxTbilisi. Read the rest of this entry »

სალюტ! სალამი პირველ მკითხველებს. ზრდილობა, კაი ადამიანობა, სიყვარული და მეობა ერთხმად შემომღაღადებენ რომ უნდა ჩავჯდე სტერეოტიპში და პირველი პოსტი ბლოგის შექმნის მიზეზებს მივუძღვნა. მოკლედ ეგრევე ე.წ. “სტოპერიოტი” უნდა უნდა დავიჭირო რა. Read the rest of this entry »